ჩვენი მისია
"MAVEN"-ის მისიაა, გახდეს თქვენი უპირველესი პარტნიორი ბიზნესის განვითარების გზაზე. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ: დავეხმაროთ მომხმარებლებს ბიზნესის შექმნის, ზრდისა და განვითარების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების ოპტიმალურად გადაჭრაში. უზრუნველვყოთ მუდმივად მაღალი ხარისხის მომსახურება, დაფუძნებული ჩვენს გამოცდილებასა და მაღალ სტანდარტებზე. შევიტანოთ წვლილი არა მხოლოდ ინდივიდუალური ბიზნესების, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი ბიზნესი უნიკალურია და იმსახურებს ინდივიდუალურ მიდგომას. "MAVEN"-ში ჩვენ არ ვთავაზობთ მხოლოდ მომსახურებას - ჩვენ ვქმნით პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, პროფესიონალიზმსა და ინოვაციას. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით წარმატების ისტორიას თქვენი ბიზნესისთვის და, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. კომპანია MAVEN-ი აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების სფეროში წარმოადგენს მზარდ ქართულ ბრენდს, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა. ჩვენი მოგზაურობა დაიწყო მარტივი იდეით - შეგვექმნა კომპანია, რომელიც ბიზნესებს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებაში დაეხმარებოდა. დღეს MAVEN-ი არის მრავალმხრივი საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სპეციალიზდება შემდეგ სფეროებზე: ბუღალტრული აღრიცხვა საგადასახადო კონსულტაცია/აუდიტი/დავები ფინანსური მენეჯმენტი/ანგარიშგება იურიდიული მომსახურება ERP სისტემის დანერგვა / ბიზნესის გაციფრულება ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი შრომის წყალობით MAVEN-ი ვითარდება და ქართულ ბაზარზე მყარ პოზიციას იკავებს.
